ჩართვები მარნიდან - ღვინის ფესტივალი ონლაინ
ღვინის პირველი ონალინ ფესტივალი დაიწყო. 3 დღიანი პროექტი „ღვინის კლუბის“ ინიციატივით ხორციელდება.
ორგანიზატორების განმარტებით, პანდემიის გამო, მწარმოებლებს მომხმარებელთან დაკავშირება უჭირთ, შესაბამისად ონლაინ ფესტივალი კარგი შესაძლებლობა იქნება ღვინის მოყვარულებმა სახლიდან გაუსვლელად მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.
ფესტივალი ვიდეო–ჩართვების რეჟიმში წარიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც მცირე მარნები, ასევე მსხვილი კომპანიები. თითოეულ მწარმოებელს საკუთარი პროდუქტის წარსადგენად 10 წუთი დაეთმობა.
"არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყვიტეთ ასეთი, ცოტა უცნაური ფორმატისთვის მიგვემართა. რა თქმა უნდა ვრისკავდით, მაგრამ გვიხარია, რომ გაამართლა და ჩვენს მცდელობას კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი მარნიდან ჩაერთონ და მომხმარებელს ღვინო წარმოების ადგილიდან გააცნოს", - განმარტავს "ღვინის კლუბის" დამფუძნებელი მალხაზ ხარბედია.