ბიზნესი
03/09/2021

ჩაის მწარმოებელი კომპანია "მანნას" თანამშრომლების 100% სრულად ვაქცინირებულია

ჩაის მწარმოებელი კომპანია „მანნას“ თანამშრომლების 100% სრულად ვაქცინირებულია. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ირაკლი ღურჭუმელიამ განუცხადა, ამ დროისთვის კომპანიაში 26 ადამიანია დასაქმებული.

მისივე განმარტებით, სხვა შემთხვევაში პრობლემა შეექმნებოდათ როგორც მათ, ისე კომპანიას.

„ამის ახსნა მომიწია,თავიდან იყო გარკვეული სკეფტიციზმი, თუმცა, შემდეგ ყველაფერი დალაგდა. კოვიდ ინფიცირების ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, 1 დღით მაინც ხომ უნდა დავხურო წარმოება, ეს ყველაფერი წარმოებას უკან დახევდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანების ჯანმრთელობაზე,“-აცხადებს ღურჭუმელია.

შეგახსენებთ,საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა, თუმცა, პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდანაა. კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

ქარხნის წარმადობა თვეში ამ ეტაპზე 8 ტონა ჩაის გადამუშავებაა, ეს კი სრული დატვირთვის დაახლოებით 30-40%-ია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020