ფოტო: ჩაიმანია
ბიზნესი
15/08/2021

"ჩაიმანია" ონლაინ გაყიდვების მიმართულებას აფართოებს

კომპანია "ჩაიმანია" ონლაინ გაყიდვების მიმართულებას აფართოებს. ამ მიზნით კომპანიამ ტექნოლოგიური, მარკეტინგული და ოპერაციული სისტემების გამართვა უკვე დაიწყო და არსებული გეგმებით, ძირითადი ბიზნესი რამდენიმე წელში სწორედ ეს გახდება. 

კომპანიის ინფორმაციით, ჩაის და მასთან დაკავშირებული ჭურჭლის გამოწერის სერვისის განვითარება "ჩაიმანიას" ბიზნესის გაფართოების უახლოესი ეტაპია, რაც გულისხმობს გაყიდვების და მიწოდებისთვის დისტანციური პლატფორმის განვითარებას, სადაც პროდუქტიც, შეკვეთის გაკეთებაც და მიღებაც, მათ შორის, ჩაის ახალი გემოების აღმოჩენა, დისტანციურ ფორმატზეა მორგებული.

"ერთია, არსებული პროდუქტების ონლაინ გაყიდვების და მიწოდების არხის აწყობა და მეორეა, დისტანციური გაყიდვების პროდუქტის და მომსახურების ქონა, რაც განსხვავებულ ორგანიზაციულ მოწყობასა და ადამიანური რესურსების განაწილებას ითხოვს.

ჩაი არის პროდუქტი, რომელიც გამოწერის სერვისით შეიძლება იყიდებოდეს, თუ პროდუქტი შესაბამისი ფორმით არსებობს, კომპანიას აქვს მომხმარებელთა ბაზის განვითარების და შეთავაზების დახვეწის მექანიზმები, აწყობილი მიტანის სისტემა და, პარალელურად, ზრუნავს ხარისხიანი ჩაის მოხმარების კულტურის გაზრდაზე", - მიაჩნიათ კომპანიაში.

ამ დროისთვის "ჩაიმანიას" გაყიდვების არხი 8 დიდ სავაჭრო წერტილში აქვს. ამ დროისთვის "ჩაიმანია" "სინერჯის" პორტფელური კომპანიაა.

ჩაის, ყავის და აქსესუარების ქსელი "ჩაიმანია" 2006 წელს დაფუძნდა. მის მაღაზიებში წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის უმაღლესი ხარისხის ჩაი და ჩაისებრი სასმელები მთელი მსოფლიოდან. უცხოური პროდუქციის გარდა, კომპანია ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და აძლევს საშუალებას სტარტაპებს წარადგინონ თავიანთი ნაწარმი "ჩაიმანიას" ქსელში.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022