ბიზნესი
03/08/2021

ჩაი "გურიელი" ახალ საექსპორტო ბაზრებზე გადის

ჩაი „გურიელი“ ახალ საექსპორტო ბაზრებზე გადის. კომპანია „გურიელის“ გენერალური დირექტორის, მიხეილ ჭკუასელის განცხადებით, წელს კომპანია ექსპორტში რეკორდულ მაჩვენებლებზე გავა.

„რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, წლევანდელი წელი ძალიან საინტერესოა ექსპორტის თვალსაზრისით. წელს ჩაის გავყიდით იმდენ ქვეყანაში რამდენიც არ გაგვიყიდია არასოდეს „გურიელის“ ისტორიის განმავლობაში. წარმოდგენილი ვიქნებით 7 ქვეყანაში: კატარში, უკრაინაში, კანადაში, ბალტიის ქვეყნებში, რუსეთსა და  უზბეკეთში. თითოეულ ამ ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ არ გავჩერდეთ და მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი ადგილი  ამ საექსპორტო ბაზრებზე“, - ამბობს მიხეილ ჭკუასელი.

კომპანია ბაზარზე ახალ პროდუქტებსაც აანონსებს, მათ შორის, იგეგმება ახალი ცივი სასმელების გამოტანა.

„როგორც ცხელი ჩაის მიმარულებით, ასევე ცივი ჩაის მიმართულებით გვაქვს დიდი და ძალიან საინტერესო გეგმები, რომელიც გაწერილია 2023 წლის ჩათვლით. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელს ცივი ჩაის ხაზში დავამატეთ ერთი ახალი პროდუქტი. წელსაც პანდემიური წელია და მაინც მეორე ახალ პროდუქტს ვამატებთ. სასმელების მიმართულებით მარტო ცივ ჩაიზე გაჩერებას არ ვაპირებთ“, - ამბობს მიხეილ ჭკუასელი.

 

 

Businesspartner