ბიზნესი
17/08/2020
“ბუტრანა“ შატოს მშენებლობას 2023 წლიდან დაიწყებს
ყველისა და ღვინის კომპანია „ბუტრანა“, რომელიც სიღნაღის რაიონში, სოფელ ტიბაანში მდებარეობს, შატოს მშენებლობის დაწყებას 2023 წლისთვის გეგმავს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა.
„ეს იქნება 10 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი, რომელიც მოიცავს მარანს, სადეგუსტაციო სივრცეს და 115 ნომრიან სასტუმროს. მიწას ვფლობთ ჩვენს ვენახებთან მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 6 ჰექტარზე უკვე გაშენებულია ვენახი და ვფიქრობთ, კიდევ 2 ჰექტარი ვაზის ახალი სახეობებს დავუთმოთ. 2 ჰექტარზე კი უშუალოდ შატო გაშენდება. პროექტის დასრულებას 2025 წლისთვის ვვარაუდობთ“ – აღნიშნა ჯემალ ხატიაშვილმა.
„ბუტრანა“ ორი სახეობის ქვევრის ღვინოს საფერავს და რქაწითელს, 20–ზე მეტი სახეობის ყველს და სუფრის ყურძენს აწარმოებს.