ბიზნესი
14/08/2020

“ბუტრანა“ სექტემბერში მეორე ფერმის მშენებლობას იწყებს

ღვინისა და ყველის   კომპანია „ბუტრანა“ სექტემბერში მეორე ფერმის მშენებლობას დაიწყებს. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განუცხადა. „არსებული, მცირე ზომის ფერმით,ვეღარ ვაკმაყოფილებთ მომხმარებლის მოთხოვნას. გაფართოების მთავარი მიზანიც სწორედ ეს იყო. ახალი ფერმის აშენება, საშუალებას მოგვცემს წარმოება და ჩვენი პროდუქტის რეალიზაციის მასშტაბები გავზარდოთ“ – აცხადებს ხატიაშვილი.

ახალი ფერმის მშენებლობა, რომელიც ჯამში 10 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, სოფელ ტიბაანში, არსებულის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 700 ათასი ლარი იქნება. ხატიაშვილის ინფორმაციით, ფერმის მშენებლობა  წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 „ბუტრანას“ ამ ეტაპზე 20 სახეობის ყველს აწარმოებს. მაგალითად, საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.

„პროდუქტს მხოლოდ საკუთარი ნედლეულით, ჩვენი ფერმიდან მიღებული რძით ვაკეთებთ. შემოყვანილი გვყავს ჰოლშტეინის ჯიშის 20 სული ძროხა, ფერმის გაფართოებასთან ერთად  ვაპირებთ საქონლის ჯერ 50, შემდეგ კი 100 სულამდე გაზრდას.“–აღნიშნა ჯემალ ხატიაშვილმა.

„ბუტრანას“ ღვინისა და ყველის კომპანია სიღნაღის რეგიონში, ტიბაანში მდებარეობს.   კომპანია  20–ზე მეტი სახეობის ყველს, ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

 

Businesspartner