ბიზნესი
29/10/2020

ბუნებრივი კოსმეტიკის ბრენდი "ბანოვანი" ქართული თხილის ნაჭუჭის სკრაბს გამოუშვებს

ბუნებრივი კოსმეტიკის ბრენდი "ბანოვანი" ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს.

კომპანია ამ დროისთვის ქართულ ნატურალურ და ვეგანური კოსმეტიკის 60–მდე პროდუქტს აწარმოებს, მალე კი მომხმარებლებს თხილის ნაჭუჭის ტანის სკრაბს შესთავაზებს, რომელსაც ანალოგი არ აქვს.

„ბანოვანი“ პირველი იქნება ბაზარზე, რომელიც ამ უნიკალურ ინგრედიენტს გამოიყენებს, ასევე ვაპირებთ დავამზადოთ ასკანური თიხის საპონი. ამავდროულად ვგეგმავთ ქართული ნედლეულის პოპულარიზაციას. ჩვენ ვიყენებთ სერთიფიცირებულ ნედლეულს და აქედან გამომდინარე, ვერ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებული ინგრედიენტების 90%-ს. სამომავლოდ, გვინდა ექსპორტზე გასვლა, თუმცა COVID 19–ის გამო მოლაპარაკებები გაჩერებულია. ამავე მიზეზით, ვერ გავხსენით მაღაზია, მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას,“ – აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" მარკეტინგის მენეჯერი ნინო ჩხეიძე.

“ბანოვანის“ წარმომადგენლის თქმით, როდესაც საკურიერო მომსახურება აიკრძალა, კომპანიის ხარჯები გაიზარდა და შემოსავალი 30%–ით შემცირდა.

„გაგვიჭირდა, მაგრამ ვიპოვეთ გამოსავალი და გავაკეთეთ ვაუჩერების შეთავაზება მომხმარებლისათვის რომლებსაც დღემდე იყენებენ. გაყიდვების სტიმულირებისთვის პერიოდულად, გათამაშებებს ვაწყობთ,“ – ამბობს ნინო ჩხეიძე.

 

Businesspartner