ბიზნესი
28/07/2022

ბოტანიკური სასმელი "კაი" დიაბეტური ხაზის ამოქმედებას გეგმავს

პირველი ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“  დიაბეტური ხაზის ამოქმედებას გეგმავს.

როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი ჯირკვალიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,პროექტის დაწყების კონკრეტული თარიღი უცნობია, რადგან ყველაფერი ფინანსების მოძიებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, გამაგრილებელი სასმელი ქართველი  მეცნიერების მიერ შემუშავებული ფორმულით შეიქმნა და ალპური კავკასიონის 16 მცენარისგან არის დამზადებული. გაზირებული-გამაგრილებელი სასმელის წარმოება პანდემიის პერიოდში, 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო.

კომპანიის ხელმძღვანელი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებით კმაყოფილია.

პროექტის საინვესტიციო  ღირებულება დაახლოებით 10 მლნ დოლარია. საწყის ეტაპზე კომპანია 50 ადამიანს ასაქმებს. „შეცვალე ქიმია ბოტანიკით“ ბრენდის მთავარი დევიზია და ეტაპობრივად ბაზარს ახალ პროდუქტებს შესთავაზებს. ამჟამად „კაის“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, დიდ ქსელურ მარკეტებში იყიდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023