ბიზნესი
07/10/2022

"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - ფილმის წინასაპრემიერო ჩვენება არომატული შუშხუნა სიდრის თანხლებით

8 ოქტომბერს, 18:00 საათზე „სიდრი კლუბი ბაზალეთზე“ ახალი ქართული მხატვრული  ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“  წინასაპრემიერო ჩვენებას უმასპინძლებს.

მოიწყეთ შაბათი საღამო თბილისიდან 20 წუთის სავალზე, ბაზალეთის ტბის პირას, სალონურ-კლუბურ არტ, გრილ და სასიამოვნო გარემოში. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია უგემრიელესი სიდრისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.

ფილმი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ გადაღებულია   რეჟისორი ბესო სოლომანაშვილის მიერ   თამარ ფხაკაძის ამავე სახელწოდების  ცნობილი მოთხრობის მიხედვით.

„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება კინოთეატრებში პრემიერამდე, კინოჩვენება მოგვეწყო თბილისთან ახლოს მწვანე გარემოში, „სიდრის კლუბში ბაზალეთზე“. ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია შეფასებების მოსმენა, ამიტომ ჩვენების შემდეგ, მყუდრო გარემოში შევძლებთ მოსაზრებების გაზიარებასა და დისკუსიის გამართვას, საქართველოში წარმოებული უგემრიელესი სიდრის დაგემოვნების თანხლებით. მნიშვნელოვანია, ისიც რომ ჩენება ერთდროულად რამდენიმე სივრცეში სინქრონულად მოხდება (ლაუნჯი, კინოდარბაზი, სიდრი ჩამოსხმის დარბაზი, ორანჟერია) ეს ახალი სიტყვაა ამ ტიპის კინოჩენებებისთვის და ძალზედ ორიგინალური და მიმზიდველია. მგონი კარგი კინო საღამო უნდა გამოვიდეს, - აღნიშნავს ფილმის რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი.

https://www.facebook.com/beso.solomanashvili/videos/468571455047627

რატომ „სიდრის კლუბი ბაზალეთზე“ და რატომ შუშხუნა სიდრი? რეჟისორი ხაზს უსვამს სწორედ კლუბში არსებულ გარემოს, რომელიც სრულიად შეესაბამება კინოჩვენების სტილს: მყუდრო, გემოვნებიანი და სალონური. სიდრთან ერთად კი, ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი და სასიამოვნოა.

“სიდრის კლუბი ბაზალეთზე”  მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესია, რომლის ფლაგმანი პროდუქტია,  ნულოვანი ემისიის საწარმოში ორგანული პრინციპებით მოპოვებული ხილის (ვაშლის, ჟოლო, ბროწეული, ფეიხო, მოცვი, კეხური, ალუბალი და სხვა.) წვენების ბუნებრივი ფერმეტაციის შედეგად წარმოებული დაბალალკოჰოლური სასმელი, შუშხუნა სიდრი და  იქვე დამზადებული ორგანული საკვებია. კლუბი  ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს, მწვანე ინჟინერინგის პრინციპებზე აგებულ, საქართველოში პირველ რეგისტრირებულ მწვანე შენობაში.

ჩვენ  სრულიად ვიზიარებთ გაეროს მდგრადობის 17 მიზანს. ეს არის  გარემოსდაცვითპრინციპები მოქმედი გუნდი: „იცხოვრე ჯანსაღად, დაიცავი გარემო, გარემო ჯანსაღად გამოგკვებავს შენ და მომავალ თაობას... ჩვენ ხშირად ვმასპინძლობთ, ორგანულ, ბუნებრივ და ჯანსაღ საზოგადოებას, ვმართავთ ანალოგიურ საღამოეებს, ეს იქნება წინასაპრემიერო ჩვენება, წიგნის პრეზენტაცია თუ სხვა აქტივობა, ვფიქრობ ხვალიდნელი დღე სასიამოვნო და დადასამახსოვრებელი იქნება, “ - განმარტავს სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი  ზაალ ხელაძე.

ფილმის „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ სიუჟეტი შეეხება 2008 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოში. რუსეთის მიერ საქართველოს  ტერიტორიების ოკუპირების

ფონზე, მოთხრობილია ქართველი გლეხის, რობიზონის ისტორია, რომელსაც არ უნდა იარაღის ხელში აღება, მაგრამ ოკუპაცია აიძულებს გახდეს მეომარი. როგორც რეჟისორი გვიმხელს, ფილმი არ არის ომზე. ფილმი არის დიდი ქვეყნის ძალადობაზე პატარ ქვეყნის მიმართ. ფილმი მოგვითხრობს დაუსრულებელი ომით გადაღლილ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ადამიანური ღირსება.*ფილმი გადაღებულია კასპის რაიონის სოფელ ქვემო გომში 15 -20 კილომეტრით დაშორებული საოკუპაციო ხაზიდან, თუმცა ამ რაიონშიც ჩამოვარდა ბომბები და მოსახლეობამ იხილი რუსული საოკუპაციო ტანკები. რამდენიმე პროფესიონალის გარდა, ძირითადად  თამაშობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ასევე ამ რეგიონის თეატრების მსახიობები, ის ადამიანები ვისაც პირდაპირ შეეხო ეს ომი.