ბიზნესი
20/01/2021

Bosch-ს ახალი რეგიონალური დირექტორი ჰყავს

Bosch-ის ახალი რეგიონალური დირექტორი ჰყავს. ჯგუფის ახალი რეგიონალური დირექტორის პოსტი დაიკავა შტეფენ ჰოფმანმა, რომელსაც კომპანიასთან 29 წლიანი გამოცდილება აკავშირებს.

„მჯერა, რომ რეგიონს გრძელვადიანი ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. გავაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში, ბელორუსში, ცენტრალურ აზიაში, რუსეთში, მონღოლეთში, კავკასიასა და სხვა ქვეყნებში ტექნოლოგიური ხელმძღვანელობის, გაყიდვების ზრდისა და წარმოების ლოკალიზაციის თვალსაზრისით,“ – ამბობს ჰოფმანი.

მანამდე, Bosch-ის რეგიონალური დირექტორის ადგილს ჰანსჯირგენ ოვერსტოლცი 25 წლის განმავლობაში იკავებდა. მისი მენეჯმენტის შედეგად კავკასიასა და დსთ-ში, მაკროეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, კომპანიამ სტაბილურად იზრდებოდა.

შეგახსენებთ, რომ Bosch–ი 1886 წლიდან არის მსოფლიოს ბაზარზე. ამჟამად, კომპანიის საქმიანობა ოთხ მიმართლებას აერთიანებს, მობილური გადაწყვეტილებები, სამრეწველო ტექნოლოგია, სამომხმარებლო საქონელი და ენერგეტიკისა და მშენებლობის ტექნოლოგიები.

 

Businesspartner