ბიზნესი
22/08/2022

"ბორჯომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურას მთავრობა მალე გააჟღერებს

კომპანია „ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოში ეკონომიკის სამინისტროს მიერ შერჩეული კანდიდატების ვინაობა მალე გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიმდინარეობს იურიდიული პროცესი, ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ პროცესი მალე დასრულდება.

„მიმდინარეობს იურიდიული პროცესი, რომელიც მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობასთან არ არის დაკავშირებული. "ბორჯომის" მფლობელი საერთაშორისო კომპანიაა. ზუსტად როდის დასრულდება ლეგალური პროცესი ვერ გეუბნებით. დასამალი არაფერია, მაგრამ რომ არ დავაზიანოთ პროცესი და ვიყოთ კორექტულები, პროცესის დასრულებისთანავე ეკონომიკის სამინისტრო მეტ ინფორმაციას გაავრცელებს. ის ადამიანები, ვინც წარმოდგენილი იქნებიან სახელმწიფოს მხრიდან „ბორჯომის“ დირექტორატში თვითონ შეძლებენ კომუნიკაციას როგორც ჟურნალისტებთან, ისე საზოგადოებასთან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ცნობილია, "ბორჯომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო. შეთანხმებულია 2 კანდიდატი - 1 დირექტორის და 1 დამკვირვებლის კანდიდატურა.  

სახელმწიფო "ბორჯომის" ქარხნის თანამფლობელი გახდა. მთავრობას კომპანიის 7.73%-იანი წილი უსასყიდლოდ გადაეცა. 

შეთანხმების შედეგად: მაკონტროლებელ აქციონერს აღარ აქვს IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია. ასევე, IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023