ბიზნესი
24/01/2022

BOGG-ის მხარდაჭერით 21-სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ბრიქსი“, მეტრო სარაჯიშვილთან, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს- Sarajishvili Tower- აშენებს. პრემიუმ კლასის, თანამედროვე, ენერგოეფექტური მასალებით აშენებული კომპლექსი 21 სართულიანი იქნება, საიდანაც 3.300 კვ.მ-მდე დაეთმობა კომერციულ ზონას (ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებს). ასევე, განთავსდება 3-დონიანი ავტოსადგომი. პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პროექტის ჯამური მოცულობა 7.2 მილიონი აშშ  დოლარია. აქედან საქართველოს ბანკის საინვესტიციო წილი კი  5.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.

„ჩვენს პარტნიორ საქართველოს ბანკთან ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ,  რომელიც  მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას მოიცავს. სამშენებლო სამუშაოებში ჩართულია პროფესიონალთა გუნდი, გამოიყენება მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, თანამედროვე და ენერგოეფექტური მასალები. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ გამწვანებულ და დაცულ ეზოს,  კომფორტულ და კეთილმოწყობილ ინფრასტრუქტურას; პანორამული ფანჯრებიდან თბილისის საუკეთესო ხედებს, შესანიშნავ ლოკაციას და კომერციულ ზონას. მოხარული ვართ, რომ ამ პირობების გარდა, გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებელს საქართველოს ბანკთან ერთად ბინის „გარანტირებული შენაძენით“ ყიდვა შევთავაზოთ“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ მაჭარაშვილმა.

„გარანტირებული შენაძენი“ საქართველოს ბანკის ინოვაციური პროდუქტია, რომლის ფარგლებშიც დეველოპერისგან ბინის ყიდვის მსურველთათვის შეთავაზებული თითოეული ბინა ბანკის მიერაა დაზღვეული. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი რაიმე მიზეზით პროექტი არ დასრულდა, ბანკი მომხმარებელს ზარალს  მაქსიმალურად აუნაზღაურებს. გარანტირებულ შენაძენზე კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
05

18/08/2020
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
06

11/07/2023