"ბ&ნ" დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს
კომპანია "ბ&ნ" ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში დაფნის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობას გეგმავს.
კომპანიას კუხში 82 ჰა-ზე დაფნის პლანტაციის გაშენების გეგმა აქვს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანია „ბ & ნ" ახალ მრავალწლოვან ბაღს 25 ჰექტარზე სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი" მხარდაჭერით აშენებს.
პლანტაციები გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუდიამ და პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერეს.
როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, პროგრამის „დანერგე მომავალი" ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 1,200 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 15,2 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, დაფნა 249 ჰექტარზე გაშენდა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2.4 მლნ ლარს აჭარბებს. მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ფერმერების დახმარებას.