ბიზნესი
03/12/2021

ბიზნესმა მესამე კვარტალში 678 000 ადამიანი დაასაქმა

ბიზნესმა პანდემიური პირობების მიუხედავად, დასაქმების მაჩვენებელი გაზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 678 000 ადამიანს მიაღწია.

დასაქმებულთა 42.4% ქალია, 57.6 პროცენტი - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 39.6% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 37.8% - მცირე ბიზნესზე.

ბიზნესმა დასაქმებულებზე 2.894 მლრდ ლარი დახაჯრა, მაჩვენებელი წლიურად 18.7%-ით მეტი.

2021 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ანაზღაურება ბიზნეს სექტორში 1 455 ლარით განისაზღვრა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 149.7 ლარით მეტი. ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 143.6 ლარი (+145.2 ლარი).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 484.2 ლარი
⦁ საშუალო ბიზნესი – 1 703.8 ლარი
⦁ მცირე ბიზნესი – 1 253.7 ლარი.

Businesspartner