ბიზნესი
11/05/2023

ბიზნესისთვის საბაჟო პროცედურების გავლა გამარტივდება

გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობა, ნაკლები შემოწმება, ტვირთის პრიორიტეტულად მიჩნევა - ეს იმ ბენეფიტების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მქონე კომპანიები ისარგებლებენ.

ახალი სტატუსის და გამარტივებული საბაჟო ფორმალობების შესახებ ინფორმაცია კერძო სექტორს, საქართველოს ბიზნესასოციაციისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე მიაწოდეს. 

შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპანიებს ახალი სტატუსის შესახებ, მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს. ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს  შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, ეტაპობრივად მოახდინოს საბაჟო  პროცედურების ევროპულ რეგულაციებთან  დაახლოება. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა  და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება.

„ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ, ავტორიზაციის მფლობელის მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ, საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელგუჯა ბერანძემ.

მისივე ინფორმაციით, ვიდრე კომპანია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს მიიღებს და საბაჟოსთვის სანდო პარტნიორი გახდება, მას გარკვეული კრიტერუმების დაკმაყოფილება მოუწევს. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, კრიტერიუმები რამდენიმეა და ეს სტატუსი ჩვენს ქვეყანაში უკვე სამმა კომპანიამ მოიპოვა. სტატუსის მფლობელი კომპანიები არიან ჰავი ლოჯისტიკსი, ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია და შარმ ტრეიდინგი. ამჟამად კი, მიმდინარეობს სტატუსის მაძიებელი კიდევ  4 კომპანიის განაცხადის შემოწმება.

„ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა ბიზნესოპერატორმა, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საბაჟოსთან. ის ექსპორტიორი თუ იმპორტიორი, რომელიც დააკმაყოფილებს შესაბამის მოითხოვნებს, მიიღებს სტატუსს და ისარგებლებს უპირატესობებით.  რაც შეეხება თავად კრიტერიუმებს, ნებისმიერ კომპანიას თავისი ბრუნვისა და მოცულობის მიუხედავად აქვს შესაძლებლობა, რომ მიიღოს ეს სტატუსი. კრიტრიუმებიდან მთავარი არის, რომ ის იყოს ფინანსურად მდგრადი, გადახდისუნარიანი, ასევე მას არ უნა ჰქონდეს მნიშვნელოვანი დარღვევები საბაჟო და საგადასახადო მიმრთულებით“, - განმარტა ელგუჯა ბერანძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ბიზნესასოციაცია და შემოსავლების სამსახური აღნიშნული სახის საინფორმაციო შეხვედრებს ბიზნესთან, მომავალშიც აქტიურად გამართავს და კერძო სექტორს  ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსით სარგებლობის შესახებ, დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022