ბიზნესი
03/09/2021

ბიზნესის ბრუნვამ მეორე კვარტალში პანდემიამდელ მაჩვენებელს გადააჭარბა

ბიზნესში გამოცოცხლებაა, გაუმჯობესებულია ბრუნვისა და წარმოების მაჩვენებლები.

სექტორის ბრუნვა 2021 წლის II კვარტალში გაუმჯობესებულია არა მხოლოდ პანდემიურ 2020 წელთან, არამედ პრეკოვიდურ მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კომპანიების ბრუნვა 56.7%-ით გაიზარდა, 2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი 11.5%-ით არის გაზრდილი და 35 მლრდ ლარს აღწევს.

ბიზნეს სექტორმა 13.2 მლრდ ლარის პროდუქცია გამოუშვა, წლიურად მაჩვენებელი 43.4%-ით არის გაზრდილი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი თითქმის 18%-ით.

ბრუნვის 61.4% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.2% - საშუალოზე, 20.4% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

რაც შეეხება პროდუქციის გამოშვებას, 45.9% მოდის მსხვილ ბიზნესზე, საშუალოზე - 27.1%, მცირე ბიზნესზე - 27%.

საწარმოებმა 19.2 მლრდ ლარის (+48.5%) საქონელი და მომსახურება შეიძინა, გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა 11.8 მლრდ ლარი შეადგინა (+52%-ით).

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020