ბიზნესი
17/06/2021

ბიზნესი საშემოსავლო გადასახადზე შეღავათის წლის ბოლომდე გაგრძელებას ითხოვს

ბიზნესი საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული შეღავათის წლის ბოლომდე გაგრძელებას ითხოვს.

კერძო სექტორის წარმომადგენლების განმარტებით წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ კადრების შემცირება მოუწევთ.

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, კერძო სექტორი ფინანსთა სამინისტროსთან შეხვედრას შემდეგ კვირაში გეგმავს.

„საშემოსავლო შეღავათი პირდაპირ მიმართული იყო პერსონალის შენარჩუნებაზე. ეს შეღავათი რომ არ გვქონოდა იძულებული ვიქნებოდით, რომ თანამშრომლების 20-30% დაგვეთხოვა სამსახურიდან. თუ არ გაგრძელდა რთული სათქმელია რა მოხდება, რადგან რეალურად თვიდან თვემდე ვიღებთ გადაწყვეტილებებს,“ - განაცხადა კახა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1500 ლარამდე ხელფასის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების პროგრამა 2020 წლის მაისში დაიწყო და ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროგრამა მაისის ბოლოს დასრულდა.

Businesspartner