ბიზნესი
23/06/2022

ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისების ფუნქციონალი დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელი ხდება საკრედიტო ხაზის  როგორც ონლაინ ათვისება, ასევე მისი ონლაინ  დაფარვა.

საკრედიტო ხაზის ათვისება  ბიზნესებს, როგორც მოკლევადიანი ლიკვიდურობის შევსების, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსების მიზნით შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია  ბიზნეს ინტერნეტბანკის ავტორიზებული მომხმარებლისთვის, რომელსაც გაფორმებული აქვს საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება.

„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, ბიზნესს სწორეს ის პროდუქტი და იმ სივრცეში შესთავაზოს, რომელიც მისთვის ყველაზე კომფორტული იქნება. ამჯერადაც, ბიზნეს პროცესების გამარტივების მიზნით, ბიზნეს ინტერნეტბანკს საკრედიტო ხაზის ათვისებისა და დაფარვის  ფუნქციონალი დავამატეთ. ეს ბიზნესს საკრედიტო ხაზების მარტივად მართვის  შესაძლებლობას აძლევს. მას  შეუძლია აითვისოს ან გაიაქტიუროს საკრედიტო ხაზის ლიმიტი  ერთ ან/და რამდენიმე ტრანშად, ან დაფაროს ის ბიზნეს ინტერნეტბანკიდან საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში“,- განმარტავენ საქართველოს ბანკში. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023