ბიზნესი
06/06/2022

ბიზნეს ასოციაციები მთავრობასთან და დიპლომატიურ მისიებთან კონსულტაციებს ითხოვენ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციები ევროკავშირში წევრობის დაჩქარებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და მთავრობასთან, ასევე დიპლომატიურ მისიებთან კონსულტაციებს ითხოვენ.

"მიმდინარე წელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე უმნიშვნელოვანესი ისტორიული პროცესია. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნების მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე ქვემოთ ხელისმომწერი ორგანიზაციები გამოთქვამენ მზაობას, რათა:

1. მთელი ძალისხმევა მიმართულ იქნას ზემოხსენებული პროცესის სწორად და ეფექტიანად წარმართვისათვის და გაიმართოს კონსულტაციები, როგორც საქართველოს მთავრობასთან, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაერთიანდეს ძალისხმევა ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის მხარდაჭერისათვის.

2. გაიმართოს კონსულტაციები ბრიუსელში “ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში“ და „ვაჭრობის საკითხებში“ ევროკომისრების, ასევე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის უმაღლეს წარმომადგენლებთან.

ევროპის კონტინენტზე არსებული უმძიმესი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე უკრაინისა და მოლდოვასათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, რომელიც განსაზღვრავს სამივე ქვეყნის მომავალი განვითარების პერსპექტივას. ჩვენს ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების მიუხედავად, ეს ისტორიული შანსი არ უნდა დაიკარგოს. კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ სრულ მხარდაჭერას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით და მივმართავთ ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, აღნიშნული განცხადება მიაწოდოს ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებს",- ნათქვამია განცხადებაში. 

გავრცელებულ მიმართვას ხელს აწერენ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, საქართველოს
მწარმოებელთა ფედერაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი და საქართველოს საბანკო ასოციაცია. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023