"ბიოლის" დამფუძნებელი კოჯორში გლემპინგის მოწყობას გეგმავს
ველნეს კურორტის მფლობელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამაზ მჭედლიძე კოჯორში გლეპინგის მოწყობას გეგმავს. როგორც ბიზნესმენი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამისთვის 2 ჰა ტერიტორიაც შეისყიდა.
ბიზნესმენის ინფორმაციით,ტერიტორიის განვითარებაში $3 მილიონის ინვესტირებაა დაგეგმილი. კონცეფცია მოიცავს დაახლოებით 25 ხის კოტეჯის მშენებლობას.
„პროექტი მას შემდეგ განხორციელდება, რაც თანაინვესტორს მოვიძიებ. მყავდა ისარელელი პარტნორი, რომელიც დაინტერესებული იყო აღნიშნულ პროექტში თანხა ჩაედო, 3 მილიონის ინვესტირებაც განახორციელა, თუმცა,შემდეგ უარი თქვა და წავიდა. რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების გამო, თანამონაწილეობა გადაიფიქრა,“-აცხადებს მჭედლიძე.
ბიზნესმენი სამომავლოდ, გლეპინგის განვითარებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გეგმავს."ამ მიმართულებას დიდი მომავალი აქვს. სარეკრიაციო ზონებში გლემპინგი ძალიან მოთხოვნადი იქნება,“-აცხადებს მჭედლიძე.
შპს „მედგრუპ ჯორჯიას“ კუთვნილი სამედიცინო ველნეს კურორტ ბიოლის კოჯორში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კურორტს ხარისხიანი და ნატურალური კვების პროდუქტებით საკუთარი ფერმა და სათბური უზრუნველყოფს.
კომპანიის მიზანია საქართველოში ველნეს ინდუსტრიის განვითარება და როგორც პრემიუმ კლასის, სამედიცინო კურორტის პოზიციონირება მსოფლიო ბაზარზე.
თამაზ მჭედლიძეს საკუთარი კლინიკების ქსელი „მედი“ აქვს რუსეთში.