ბილიკი: საქართველომ მეტი უნდა გააკეთოს, რომ სტარტაპ ეკოსისტემის რუკაზე მეტად გამოჩნდეს
ტურისტული მარშრუტების ციფრული ვერსია „ბილიკის“ თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანიის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას აცხადებს, რომ „ბილიკი“ მომავალი წლისთვის სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ბაზარზე შესვლას გეგმავს. მათ შორის, განიხილება პოლონეთი.
რამდენად მარტივად მიიღო ქართველმა მომხმარებელმა კომპანია „ბილიკის“ ტექნოლოგიური სერვისი და როგორ იღებს ამას თუნდაც ევროპის ქვეყნების მომხმარებელი, ცირამუა განმარატვს, რომ ზოგადად, საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა და ტექნოლოგიები მაინც ახალი ხილია.
„3-5 წელია რაც სტარტაპი გავიგეთ პირველად საქართველოში. შესაბამისად, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გარემო რომ შევადაროთ თუნდაც პოლონეთს, იქ არის 180 ვენჩურული ფონდი და 9 უნიქორნი ყავს, მაშინ როდესაც საქართველოში სულ ერთი ვენჩურული ფონდი გვაქვს. გარდა ამისა, პოლონეთი არის უფრო მეტად ტექმეგობრული ქვეყანა. აქედან გამომდინარე ვგეგმავთ, პოლონეთის მაგალითი ავიღოთ.
პოლონეთში დაახლოებით 98%-იანი გამოყენებაა ონლაინ და ციფრული ხელსაწყოების. პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს, პოლონეთში, 70 000-მდე სალაშქრო ბილიკი შეიქმნა, ჩვენთვისაც მიმზიდველია შევიდეთ ისეთ ბაზარზე, სადაც მოგზაურობის დაგეგმვის პროცესში ონლაინ გამოყენებადობა მაღალია,“ - აცხადებს თორნიკე.
მისი განცხადებით, სტარტაპ ეკოსისტემის თუ ნებისმიერი სფეროს განვითარება ქვეყნის განვითარებაზეა დამოკიდებული.
თორნიკე ცირამუას განცხადებით, სასიხარულოა, რომ საქართველოში, ნელ-ნელა ფეხს იკიდებს სტარტაპ ეკო-სისტემა, თუმცა საქართველომ უფრო მეტი უნდა გააკეთოს რათა სტარტაპ ეკოსისტემის რუკაზე გამოჩნდეს. ახლახანს, საერთაშორისო ვენჩერული ფონდი Catapuls VC, 50 000 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით შემოვიდა. სასიხარულია, რომ კომპანია Payze Y Combinator-ში მოხვდა. ის პირველი ქართული სტარტაპია, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბიზნეს აქსელერატორის მხარდაჭერა აქვს.
„მალე მასე მეორე სტარტაპიც შეუერთდება, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ რუკაზე საქართველო უკვე ჩანს. საკითხი კომპლექსურია, ადრე როდესაც ბიზნესებს ვესაუბრებოდით, რთული იყო იმის ახსნა, თუ რა ბენეფიტებს გვაძლევს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, ვფიქრობ, ქვეყნის განვითარების დონე უფრო უნდა დაჩქარდეს, რათა საქართველოში სტარტაპები და ინოვაციური იდეები კიდევ უფრო წახალისდნენ. იმედია სამომავლოდ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება,“ - აცხადებს თორნიკე ცირამუა.
შეგახსენებთ, კომპანია „ბილიკი“ საქართველოს ბაზარზე 2020 წლის თებერვალს ოპერირებს. კომპანია "პირველი არხის სატელევიზიო შოუ შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეა. ბილიკის დამფუძნებელებს 500 000 ლარიანი ინვესტიციის მოპოვება სურდათ, თუმცა ვერ შეძლეს შარქების დაინტერესება.