"ბილიკი" ბიზნესს ტურისტული მარშრუტების რუკაზე უფასოდ განთავსებას სთავაზობს
საქართველოს ტურისტულ მარშრუტებზე ბიზნესს შეუძლია საკუთარი ტურისტული ობიექტების უფასოდ განთავსება, - ამ შესაძლებლობას მათ კომპანია "ბილიკი" აძლევს.
ტურისტული მარშრუტების ციფრული ვერსიის გაყიდვის შესაძლებლობა აქვს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდულ პირებს და თითოეული გაყიდული ტურიდან მიიღებენ დამატებით შემოსავალს.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი თორნიკე ცირამუა ამბობს, ამავდროულად, აღნიშნული პროდუქტი ეხმარება მოგზაურებს სწრაფად მიიღონ მათთვის სასურველი ტურისტული ინფორმაცია, ამავდროულად ხელს უწყობს ტურისტულ ბიზნესს მარტივად და სწრაფად დაუკავშირდეს კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიას (მოალშქრეებს, მოგზაურებს).
თორნიკე ცირამუა განმარტავს, რომ „ბილიკში“ ტურისტული ბიზნესი რეგისტრირდება, თავის კომპანიას არეგისტრირებს და რუკაზე ჩნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტურისტულ ბიზნესს შეუძლია სრულიად უფასოდ გამოჩნდეს საქართველოში არსებულ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მარშუტებზე.
ამ დროისთვის „ბილიკზე“ 700-მდე კომპანიაა რეგისტრირებული. მათ შორის, სასტუმროები, რესტორნები, ღვინის მარნები და ასე შემდეგ.
კითხვაზე, რამდენად მოთხოვნადია „ბილიკი“ საქართველოს ბაზარზე და რა გავლენა ჰქონდა პანდემიას სტარტაპ კომპანიის განვითარებაზე, თორნიკე ცირამუა აღნიშნავს, რომ ზაფხულში „ბილიკის“ ყოველთვიური გამოყენებადობა 6-ჯერ გაიზარდა. დღეს კომპანიას 10 000 აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
კომპანია "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეა. ბილიკის დამფუძნებელებს 500 000 ლარიანი ინვესტიციის მოპოვება სურდათ, თუმცა ვერ შეძლეს შარქების დაინტერესება.
შეგახსენებთ, აპლიკაცია „ბილიკი“ საქართველოს ბაზარზე 2020 წლის თებერვლიდან ოპერირებს.