ბიზნესი
02/06/2022

"ბიბლუსი ჯგუფი" ციფრულ სისტემებზე სრულად წლის ბოლოს გადავა

„ბიბლუსი ჯგუფმა“ კომპანიაში ციფრული ტექნილოგიები დანერგა, რაც მის ყველა კომპანიაში ლოჯისტიკური სისტემების ინტეგრაციას გულისხმობს.

კომპანიის დირექტორი ირაკლი გაგნიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული გააუმჯობესებს პროცესებს ლოგისტიკაში, რაც კომპანიას მისცემს საშუალებას შეამციროს დეფიციტების ნაწილი და გაზარდოს ოპერატიულობის ხარისხი. 

„დაინერგა სისტემა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ანალიტიკურ სისტემაზე დაყრდნობით საწყობმა თანამედროვე ტექნოლოგიებით იმუშაოს. განხორციელდა სრული კომპიუტერიზაცია. კომპანიის ნაწილი აღნიშნულ ტექნილოგიაზე 2021 წლის ბოლოდან გადავიდა. სრულად „ბიბლუსი ჯგუფის“ გაციფრულება 2022 წლის ბოლოს დასრულდება,“-აცხადებს გაგნიძე.

„ბიბლუსი ჯგუფის“ დირექტორი არ აკონკრეტებს  ამ მხრივ განხორციელებულ ინვესტიციას, თუმცა, აცხადებს, რომ პროექტის ღირებულება საკმაოდ მასშტაბურია, რაშიც კომაპნია ევროპის განვითღარებისა და განვითრაების (EBRD) დაეხმარა.

ირაკლი გაგნიძის ინფორმაციით, სარეალიზაციო მაჩვენებელი უკვე დაუბრუნდა პანდემიამდელს, რაც  მისასალმებელია.

შეგახსენებთ, „ბიბლუსი ჯგუფი“ რამდენიმე კომპანიას აერთიანებს. მათ შორისაა, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“, რომელიც ბაზარზე 2008 წლიდანაა წარმოდგენილი.

ამ დროისთვის კომპანიას  ქვეყნის მასშტაბით 67 ფილიალი აქვს. ჯგუფში “პეპელას“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი წამყვანი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელია, ისევე როგორც XS TOYS-ი, რომელიც სათამაშოებისა და ბავშვთა პროდუქტების საბითუმო და საცალო სფეროში წამყვანი კომპანიაა, რომელიც ევროპაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობს და პროდუქციის ასორტიმენტი მთელ მსოფლიოში ცნობილი ბრენდებით არის წარმოდგენილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023