ბიზნესი
14/09/2020

Bibbirru-ს ბოლო 10 დღეში გაყიდვები რადიკალურად შეუმცირდა

ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „ბიბირუს“ გაყიდვები ბოლო 10 დღის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა.

Bibbirru-ს დამფუძნებლის ქრისტინე პახომოვას თქმით, პანდემიის პირველი ეტაპის შემდეგ, წინა ზაფხულთან შედარებით, გაყიდვების რადიკალურ შემცირებას ელოდნენ, თუმცა ივნისი–აგვისტოში Bibbirru-ს ჩანთებსა და აქსესუარებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. ბოლო ათი დღის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი რადიკალურად შეიცვალა.

„მომხმარებლების მხრიდან, მაღალი ინტერესი, ხშირად არ სრულდება ყიდვის საბოლოო გადაწყვეტილებით. როგორც ჩანს, ისინიც არასტაბილური გარემოს შიშით, ფინანსებს ყოველდღიური და აუცილებელი მოთხოვნებისთვის ზოგავენ და კომუნიკაციის გაგრძელების იმედით გვემშვიდობებიან. ბოლო ათმა დღემ, რადიკალური სხვაობა გვიჩვენა, წინა თვეებთან შედარებით. როგორც ვატყობთ, წინ კიდევ ერთი რთული პერიოდი გველოდება, როგორც ფინანსური, ასევე პროექტის განვითარების თვალსაზრისითაც,“ – აღნიშნავს ქრისტინე პახომოვამ.

ამის მიუხედავად, Bibbirru შემოდგომის სეზონზე მამაკაცის ხაზის წარმოების განახლებას მაინც გეგმავს, რომელიც წარმოდგენილი იქნება ნატურალური ტყავის საფულეებით, ხის და ტყავის ჩანთა-დიპლომატებით, საქმიანი დღიურებით და აქსესუარებით; ქალბატონებს კი ახალი დიზაინის ჩანთებს და ბევრ განსხვავებულ აქსესუარს შეთავაზებს.

Businesspartner