BEKO: უკრაინიდან მხოლოდ AKOG-ის ფირმის გამათბლობლებს ვყიდულობდით
საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გაყიდვებზე რუსეთ-უკრაინის ომს უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
კომპანიის გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რეალიზაციაზე უარყოფითად არ ასახულა. მეტიც, საქართველოში დროებით საცხოვრებლად ჩამოსული უკრაინელები საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდულობენ, რაც კომპანიის შემოსავალს ზრდის.
„უკრაინიდან მხოლოდ AKOG-ის ფირმის გამათბლობლებს ვყიდულობდით, თუმცა, პარტნორები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მწარმოებელი ქარხანა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და მოწოდებაზე პრობლემა არ შეიქმნება. ახლა ამის სეზონი არ არის, შესყიდვებს ივლისიდან დავიწყებთ და ვფიქრობ, იმპორტს უპრობლემოდ განვახორციელებთ,“ - აცხადებს მელექი.
მისი ინფორმაციით, მოთხოვნაა მაცივრებზე, სარეცხის მანქანებსა და კონდიციონერებზე.
კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის კომპანიაში მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ დიდი აქტივობაა, კომპანიის შემოსავლებმა კი 2019 წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა.
Beko საქართველოში 77 გაყიდვის წერტილს ფლობს, თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დომინო“, „გორგია“ და „ზოდი“, ასევე, 40–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.