ბიზნესი
17/06/2021

Beko: კომერციულ ფართებზე იჯარის გადასახადი მაღალია

„კრიზისის მიუხედავად, კომერციული ფართების იჯარის ღირებულება მაღალია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Beko-ს გენერალურმა დირექტორმა განუცხადა.

მეჰმედ მელექის განმარტებით, არსებული ფასები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას არ შეესაბამება და რეგიონის ქვეყნებში არსებულ ფასებს საშუალოდ 30%-ით აღემატება.

„პანდემიის შემდეგ ფასები შემცირდა, მაგრამ ისე არა როგორც სტანდარტებს შეესაბამება. მაინც ძალიან ძვირია. ცენტრალურ ქუჩები ერთი კვადრატი 30-35 დოლარია. ამ სიძვირიდან გამომდინარე ბევრი ფართია ცარიელი. ვფიქრობ, რომ 30%-ით ნაკლები უნდა იყოს ფართების იჯარის ფასი. იმიტომ რომ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას არ შეესაბამება არსებული ფასები,“ - განმარტა მეჰმედ მელექმა.

მისივე განცხადებით, კომერციული ფართების იჯარის ღირებულებასთან დაკავშირებით, ფართის მფლობელებმა მხოლოდ ორთვიანი შეღავათი გააკეთეს, რაც კრიზისში მყოფი ბიზნესისთვის საკმარისი არ იყო.

„აღსანიშნავია, რომ თბილისში უფრო ნაკლები შეღავათი გაკეთდა ვიდრე რეგიონებში. რაც შეეხება ბათუმს, მოგეხსენებათ ტურისტული ქალაქია, პანდემიის დროს ბევრი ობიექტი დაცარიელდა და თბილისზე ცოტა მეტი შეღავათი იქ ნამდვილად გვქონდა,“ - აცხადებს მეჰმედ მელექი.

Businesspartner