ბიზნესი
15/10/2021

Beko: ჩვენი შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს 25%-ით აჭარბებს

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Beko-ს გენერალური დირექტორი მეჰმედ მელექი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მომხმარებელი ბოლო პერიოდში ყიდულობს ყველაფერ, თუმცა, უპირატესობა სარეცხ მანქანებს და მაცივრებს ენიჭება.

მისი ინფორმაციით, სეზონურობიდან გამომდინარე, მოთხოვნაა გამათბობლებზეც. „ზაფხულის პერიოდში მომხმარებელი პრიორიტეტს კონდიციონერებს და მაცივრებს ანიჭებდა,“ - აცხადებს მელექი.

კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის კომპანიაში მომხმარებლის მხრიდან საკმაოდ დიდი აქტივობაა, კომპანიის შემოსავლებმა კი  2019 წლის მაჩვენებლებს დაახლოებით  25%-ით გადააჭარბა. 

Beko საქართველოში 73 ფილიალს ფლობს, თანამშრომლობს მსხვილ სავაჭრო ქსელებთან, როგორიც არის „ბრიკორამა“, „დომინო“, „გორგია“ და „ზოდი“,  ასევე, 40–ზე მეტ ინტერნეტ მაღაზიასთან.