ბიზნესი
15/12/2020

Beauty Studio: სალონურ მომსახურებაზე მოთხოვნა 60%–ით შემცირდა

სილამაზის სალონი Beauty Studio–ს დამფუძნებელი ნინო პავლიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სალონურ პროცედურებზე მოთხოვნა 60%–ით შემცირდა, რაც ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორის რესტორნებისა და სხვა გასართობი სივრცეების დაკეტვით.

„დეკემბრის თვეში ხალხი ცდილობს მოემზადოს ახალ წლისთვის, ამიტომ სხვა თვეებთან შედარებით გვყავს მომხმარებელი, მაგრამ ზოგადი სიტუაცია რთულია. მუდმივად ხდება კონტროლი, ყველა რეგულაცის ვიცავთ, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხის დახარჯვა მოგვიწია და გვიწევს ყოველდღიურად. ამ ეტაპზე დამატებითი მითითებები წესების გამკაცრებაზე არ მიგვიღია. Beauty Studio–ში ბევრი კოსმეტოლოგიური პროცედურა ტარდება, მანიკური, ეპილაცია, კანის მოვლა და სხვა, თუმცა, ამ მიმართულებით მოთხოვნა კიდევ უფრო შემცირებულია.

თანამშრომლების ტრანსპორტირების თანხას ნაწილობრივ ვანაზღაურებთ. ზოგიერთმა შეამცირა სამუშაო დღეების რაოდენობა. მთავარია, რომ ვინარჩუნებთ მათ, ვმუშაობთ და დაკეტვას არ ვაპირებთ. შეიძლება არც გვიღირდეს თუმცა, ბოლომდე ერთიანი ძალებით შევინარჩუნებთ ბიზნესს.“–აღნიშნავს ნინო პავლიაშვილი.

Businesspartner