ბიზნესი
27/06/2022

ბავშვის სამოსის მწარმოებელი ქართული კომპანიების პროდუქციით ისრაელი და ალბანეთი დაინტერესდა

ბავშვის სამოსის მწარმოებელი ქართული კომპანიების პროდუქციით ისრაელი და ალბანეთი დაინტერესდა - კომპანიებმა ამ ქვეყნებიდან დაკვეთები უკვე მიიღეს. 

შეთანხმებას ქართულმა კომპანიებმა ფლორენციაში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენა Pitti Immagine Bimbo 2022-ზე მიაღწიეს. 

საერთაშორისო ბაიერებით დატვირთული გამოფენა ქართველი მონაწილეებისთვის წარმატებული გამოდგა. ქართულმა ნაწარმმა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იტალია, არაბთა გაერთიანებული არაბული საემიროები, ისრაელი და ა.შ. საქართველოში დამზადებული ტანისამოსის შესახებ საერთაშორისო მედიაშიც დაიწერა.

Pitti Immagine Bimbo ყოველწლიურად 10 000 ვიზიტორი სტუმრობს. ღონისძიებაში 500-მდე საერთაშორისო ბრენდი იყებს მონაწილეობას. გამოფენას ყოველთვის ესწრებიან მსხვილი ბრენდების წარმომადგენლები და მულტინაციონალური ვიზიტორები.

ბავშვის ტანსაცმლის ქართულმა კომპანიებმა გამოფენაში მონაწილეობა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შეძლეს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023