ბიზნესი
24/11/2021

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი ოქტომბერში $45 მლნ-მდე გაიზარდა

ბათუმში უძრავი ქონების ბაზარი გაჯანსაღებას იწყებს. 

Colliers Georgia-ს მონაცემებით, ზღვისპირა ქალაქში 2021 წლის ოქტომბერში 1,027 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც პანდემიამდელ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. რაც შეეხება ბაზრის ზომას, ის 2%-ით არის გაზრდილი და $45 მლნ-ს აჭარბებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციების ძირითადი წილი ახალ ბინებზე მოდის, წლიურ ჭრილში ზრდა ძველ ბინებზეა, ახალზე - შემცირებული.

Colliers Georgia-ს სტატისტიკით, 2021 წლის ოქტომბერში ახალაშენებულ პროექტებში 882 ტრანზაქცია დარეგისტრირდა (-12%-ით 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით); ძველ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა 145-ს (+11%-ით 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით).

2021 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, $38 მლნ-მდე შემცირდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 50%-ით, $7 მლნ-მდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7%-ით შემცირდა, მედიუმ სეგმენტში 26%-ით შემცირდა. რაც შეეხება პრემიუმ სეგმენტს, ტრანზაქციების რიცხვი 7%-ით შემცირდა და 141 ერთეული შეადგინა.

Businesspartner