ბიზნესი
21/05/2021

ბათუმში პრემიუმ კლასის ბინებზე მოთხოვნა პანდემიმამდელ მაჩვენებელს 84%-ით აჭარბებს

Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში პრემიუმ კლასის ბინებზე 2021 წლის აპრილში მოთხოვნა 2019 წელთან შედარებით 84%-ით გაიზარდა, ტრანზაქციების დაახლოებით მესამედი Orbi City-ს პროექტში დაფიქსირდა.

ამასთან, ეკონომ სეგმენტზე მოთხოვნა 5%-ით შემცირდა. რაც შეხება, მედიუმ სეგმენტს, ბინებზე მოთხოვნა 59%-ით გაიზარდა.

საერთო ჯამში, ბათუმში აპრილში 930 შესყიდვა განხორციელდა და ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით გაიზარდა, მოცულობამ კი 41 მლნ შეადგინა.

აქედან, ახალაშენებულ პროექტებში 805 შესყიდვა დაფიქსირდა და ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველ ბინების ბაზრის წილს, ეს მაჩვენებელი 33%-ით, $6 მლნ-მდე გაიზარდა.