ბიზნესი
21/09/2021

ბათუმში Hauck-ის ბრენდის მაღაზიის გახსნა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საბავშვო პროდუქციის მაღაზიათა ქსელ Hauck-ის გაფართოების გეგმები გაურკვეველი ვადით გადაიდო.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა მალხაზ სამხარაძემ განუცხადა, რომ არა პანდემია, კომპანიას 2021-2022 წლებში დაგეგმილი ჰქონდა Hauck-ის ბრენდის 2 მაღაზიის გახსნა, აქედან ერთის ბათუმში.

საქართველოში გერმანული კომპანია Hauck-ის  დირექტორი  განმარტავს, რომ ახლა არა თუ გაფართოებაზე, არამედ გადარჩენაზეა საუბარი, კომპანიის გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს დაახლოებით 25-30%–ით ჩამორჩება. კომპანიამ არსებული ორი მაღაზიიდან ერთი დახურა.

გერმანული კომპანია Hauck-ი 95 წელია საბავშვო პროდუქცას აწარმოებს, დამზადებულია ანტიალერგიული მასალებით და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. პროდუქციას შორისაა: ეტლები, სკამ მაგიდები, მანეჟები და სხვა. ბრენდი 50 ქვეყანაში იყიდება. საქართველოში კი მას 2007 წლიდან  კომპანია „გი&ნი“ წარმოადგენს. კომპანია საქართველოში 3 გერმანულ ბრენდს  - Hauck-ის, Altabebe-ს და Osann-ს აერთიანებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020