ბიზნესი
09/02/2022

ბათუმის პორტში მშრალი ტვირთების გადამუშავება 33%-ით გაიზარდა

ბათუმის პორტს მშრალი ტვრითები გაეზარდა.

პორტის მენეჯმენტის მონაცემებით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში 2021 წელს 1.2 მლნ ტონა მშრალი ტვირთის გადამუშავება მოხდა, რაც 2018 წლის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებლია. მშრალი ტვირთები 33%-ით გაიზარდა.

გაიზარდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების გადამუშავების მაჩვენებელიც 1.2 მილიონიდან 1.5 მილიონამდე.

შემცირებულია კონტეინერების გადამუშავების მაჩვენებელი. სულ პორტში 2021 წელს 99 187 TEU კონტეინერი გადამუშავდა, 4 115 ერთეულით ნაკლები 2020 წელთან შედარებით.

ბორნით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 513 ათასი ტონა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ბათუმში, პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალიც გაიხსნა,  რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.

პორტში არის რამდენიმე ტერმინალი: ნავთობტერმინალი, საკონტეინერო და მშრალი ტვირთების.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020