ბიზნესი
27/07/2022

ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია Getjet განაახლებს

ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია Getjet განაახლებს.

ლიეტუვური ავიაგადამყვანი Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები საქართველოსთვის ერთერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია და მთავრობა ხელს უწყობს, რათა ჩვენს ქვეყანაში ბალტიისპირეთიდან უფრო მეტი ვიზიტორი ჩამოვიდეს.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ბალტიის ქვეყნებში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს. რეგიონის მთავარი ქალაქებთან პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა მეტ ვიზიტორს ჩამოიყვანს საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი მიმართულების არსებობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რეისები ვილნიუსსა ბათუმს შორის 1 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ბალტიის ქვეყნებიდან 2022 წელს იანვარი - ივნისის პერიოდში 347 პროცენტით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ლიეტუვიდან ვიზიტების ზრდამ 294.6 პროცენტი, ლატვიიდან - 375.4 პროცენტი, ხოლო ესტონეთიდან - 438.1 პროცენტი შეადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023