ბიზნესი
08/05/2021

ბაქარ ფალავანდიშვილი: ბიზნესის რეალური გაციფრულებისთვის საჭიროა ინვესტიციები და ცოდნა

„ჯეოქეისის“ ანალიტიკოსის განმარტებით, პანდემიის პირობებში შედარებით დაჩქარდა ეკონომიკის გაციფრულების პროცესი, თუმცა ჯერ მაინც ჩანასახოვან ფაზაშია.

ბაქარ ფალავანდიშვილის თქმით, ქართული ბიზნესების სრული უმრავლესობა, რომელიც დაინტერესდა ბიზნესის გაციფრულებით, ონლაინ გაყიდვებისთვის უფრო მეტად სოციალურ ქსელებს იყენებს და არაერთი მიზეზის გამო ვერ ხერხდება ამ პროცესის სწრფად დაძვრა.

„საჭიროა ინვესტიციები ბიზნესის რეალურად გაციფრულებისთვის და ასევე აუცილებელია ცოდნა, რომელიც არ არის მარტივი მისაღწევი. საინტერესოა ასევე, რა ბენეფიტები შეიძლება ქონდეს გაციფრულებას, ეს უნდა იყოს ან ხარჯების დაზოგვა ან ახალი ბაზრების ათვისება. ამ კუთხით საინტერესოა ევროკავშირის ახალი ინიციატივა. ამ საპილოტე პროექტის მიზანია ვირტუალური მონაცემთა ბაზების შექმნა, სადაც განთავსებული იქნება პროდუქტები, რომელიც შეიძლება გაიყიდოს საზღვარგარეთ ქართველი მიმწოდებლების მიერ. ამ ერთგავრი მონაცემთა ბაზის მიზანია გააერთიანოს როგორც საცალო გამყიდველი ასე ონლაინ ბაზრობა, ასევე დელივერი სერვის ოპერატორები და საბაჟო ორგანოები, რომ უფრო სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოხდეს მაგალითად საქონლის მიწოდება საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე,“ - განაცხადა ბაქარ ფალავანდიშვილმა.

ეკონომიკის გაციფრულების როლზე ყურადღება ინვესტიციების მოზიდვის კუთხით პრემიერის სპეციალურმა მრჩეველმაც გაამახვილა.

„მნიშველოვანი მიმართულებებია, რომ საქართველო უფრო ციფრული გახდეს, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, ქვეყანა ამით კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფება“,- აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022