ბიზნესი
06/06/2023

ბაღების ნაწილი, რომელმაც ავტორიზაციაზე უარი თქვა, საქმიანობას "ქეარ ცენტრის" სტატუსით გააგრძელებს

საბავშვო ბაღების რეგისტრაციის პროცესში ზოგიერთმა ბაღმა განაცხადა, რომ აღარ აპირებს ამ საქმიანობის გაგრძელებას და ტოვებს ამ სფეროს, რამდენიმემ კი, ლიცენზირების თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვიტა “ქეარ ცენტრის“ სტატუსით გააგრძელოს საქმიანობა.

ამის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ კახა ერაძემ პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

„ბევრმა უარი თქვა დარეგისტრირებაზე, უფრო ბევრი კი დარეგისტრირდა. რამდენიმე სუბიექტმა გადაწყვიტა, რომ აღარ აპირებს ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელებას და თქვა, რომ მისი ადგილი აქ არაა. რამდენიმე ფიქრობდა და ფიქრობს, რომ დაირქმევს სხვა ტიპის სახელს და სულაც არ ექნება პრობლემა აღზრდასა და განათლებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ცნობიერებაზე მუშაობა, რადგან ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ბაღი მხოლოდ ბავშვის დატოვების ადგილია. როცა ცანობიერება გაიზრდება, ასეთი ცენტრების მიმართ ნდობაც შემცირდება,“ - განაცხადა ერაძემ.

მისი განმარტებით, „ქეარ ცენტრები“ - ესაა რამდენიმე საათით ბავშვის დატოვების ადგილი, რომელიც არ გადის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების კატეგორიაში და შესაბამისად, არ აწვდის ბავშვს საგანმანათლებლო პროგრამას, რასაც ავტორიზაციის პროცესი ითვალისწინებს.

კახა ერაძის განმარტებით, ასეთ ობიექტებს საქმიანობას კანონი ვერ შეუზღუდავს, შესაბამისად, მშობელმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ის ბაღს აირჩევს, სადაც აღზრდისა და საგანმანათლებლო პროგრამები იქნება დანერგილი თუ, უბრალოდ, ბავშვს დატოვებს რამდენიმე საათით.

კომიტეტზე აღინიშნა, რომ 2022 წელს შეიქმნა ბაღების რეგისტრაციის ელექტრონული პლატფორმა - preschoolregistration.emis.ge და კანონით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ბაღების რეგისტრაცია.

ცნობისთვის: საბავშვო ბაღების რეფორმის ფარგლებში, საქართველოში მოქმედი ბაღების რეგისტრაცია დასრულდა. შედეგად, გაირკვა, რომ საქართველოში 2028 ბაღია, რომლთაგან 323 კერძოა. თვითშეფასების დასრულების შემდეგ ბაღების ავტორიზაციის გრაფიკი გაიწერება, ავტორიზაციის პროცესი კი 2025 წლიდან დაიწყება.

ავტორიზაციის მისაღებად, ყველა კერძო თუ საჯარო ბაგა-ბაღმა უნდა დაიცვას სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და კვებითი რაციონი. სტრატეგიაში გაწერილია ინფრასტრუქტურული სტანდარტებიც - მაგალითად, ბაღის განთავსება შენობის მხოლოდ პირველ-მეორე სართულზეა ნებადართული. განსაზღვრულია პერსონალის კვალიფიკაციის სტანდარტები, ასევე საგანმანათლებლო პროგრამები.

თვითშეფასებაში ჩართულია 32 მუნიციპალიტეტი და დასრულებული თვითშეფასება 215-მა ბაღმა უკვე წარადგინა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023