ბიზნესი
09/06/2022

BAG: სამრეწველო ემისიების კანონზე მუშაობისას, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და ბიზნესის აქტიური თანამშრომლობა

საქართველოს კანონი „სამრეწველო ემისიების შესახებ“ და მისი ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი სადისკუსიო თემა.

შეხვედრის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ისაუბრა სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების პრევენციისა და მისი შემცირების ეფექტიანი მექანიზმებისა და რეგულაციების შემოღების აუცილებლობაზე, რაც, თავის მხრივ, უმნიშვნელოვანესია ეროვნული კანონმდებლობის სრულყოფისა და ევროპული სტანდარტის დანერგვის კუთხით.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონის მიზანია სამრეწველო საქმიანობის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში, წყალში და მიწაში ემისიების პრევენცია ან სადაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, ემისიების შემცირება და კონტროლი, ასევე, ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორს შორის პოზიციების შეჯერება, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ორივე მხარის ინტერესები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვედრის ფარგლებში შესაძლებლობა ჰქონდათ სამინისტროს წარმომადგენლებისათვის გაეზიარებინათ მოსაზრებები და ინფორმაცია იმ შესაძლო სირთულეების შესახებ, რაც კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვას შესაძლოა მოჰყვეს როგორც ადამიანური რესურსების, აგრეთვე ტექნოლოგიებისა და ფინანსური რესურსების ნაწილში; განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეფორმის განხორციელების პროცესში ვადების ფაქტორს, რამაც საშუალება უნდა მისცეს ბიზნესს წინასწარ, გონივრული ვადით ადრე მიიღოს სრული ინფორმაცია მოსალოდნელი სიახლეების შესახებ და კანონის ამოქმედებამდე ჰქონდეს საკმარისი დრო სათანადოდ მოსამზადებლად.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონზე მუშაობისას, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოსა და ბიზნეს სექტორის აქტიური თანამშრომლობა, სწორედ ამიტომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ვინაიდან, ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული რეგულაციები პირდაპირ გავლენას ახდენს იმ ბიზნესებზე, რომელიც დაკავებულები არიან სამრეწველო საქმიანობით. ასოციაციის მიზანია, აღნიშნულ კანონზე მუშაობისას დაცული იყოს, როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ასევე ბიზნეს სექტორისა და წევრი კომპანიების საუკეთესო ინტერესები, ვინაიდან, წარმოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და განვითარებისთვის“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
01

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
02

23/10/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
06

02/11/2023