ბიზნესი
13/09/2021

BAG-ს 10-მდე ახალი წევრი შეუერთდა, ერთ-ერთი მათგანი საერთაშორისო კომპანია "მეიჯერელია"

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელი“ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ „მეიჯერელი“ არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს.

მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიაში 63 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი 2 500-ზე მეტი წევრისგან შედგება და საქმიანობას 3 ქალაქის, 5 ოფისიდან აწარმოებს: სამი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

ამჟამად, „მეიჯერელ საქართველო“ 9 პროექტის ფარგლებში მომსახურებას უწევს მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ბრენდების მომხმარებლებს მოგზაურობის, ელექტრონული კომერციის, ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებით.

„მოხარულნი ვართ, რომ ბიზნეს ასოციაციის რიგებს ახალი წევრები უერთდებიან. ამჯერად სიხარულით მივესალმებით საერთაშორისო კომპანია „მეიჯერელს“. „მეიჯერელი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე სანდო და სტაბილური დამსაქმებელია, რომელიც მთავარ პრიორიტეტად თანამშრომლების განვითარებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას ისახავს. კომპანიაში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა მეგობრული, ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „მეიჯერელის“ თანამშრომლობა მეტად საინტერესო და პროდუქტიული იქნება“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობს ინფორმაციას ახალი წევრებისა და მათი ერთობლივი საქმიანობის შესახებ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020