ბიზნესი
30/05/2022

BAG-ი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მიერ საქართველოსთვის მიწის გადმოცემის ფაქტს ეხმიანება

"საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს გადაწყვეტილებას იესო ქრისტეს ნათლობის ადგილთან საქართველოსთვის მიწის გადმოცემის გამო.

სამ საუკუნოვანი წყვეტის შემდეგ წმინდა მიწაზე დაბრუნება უდიდესი ისტორიული მოვლენაა, რაც, ბუნებრივია, ეროვნული სიამაყისა და ოპტიმიზმის მნიშვნელოვანი საფუძველია. საქართველოს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აკავშირებს მდინარე იორდანეს მიწასთან და მიგვაჩნია, რომ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც მაცხოვრის ნათლობა აღსრულდა, ყოველ კვადრატულ მეტრ მიწას განსხვავებული სულიერი დატვირთვა აქვს საქართველოს მოსახლეობისთვის, მათ შორის, იმ ათეულ ათასი თანამოქალაქისთვის, რომლებიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებში არიან დასაქმებულნი.

ყოველი ასეთი ნაბიჯი აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს და მის იდენტობას, რაც, ბუნებრივია, პოზიტიურად აისახება ჩვენს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამიტომაც, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ საქართველოს კულტურული ცენტრის დაფუძნებისა და საქმიანობის მხარდაჭერაში ქართული ბიზნესიც აქტიურად იქნება ჩართული" - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023