ბიზნესი
25/08/2021

BAG-ი "ჰილტონ ბათუმს" "დასაქმების საუკეთესო ადგილად" დასახელებას ულოცავს

„ის, რომ „ჰილტონ ბათუმი“ დასაქმებისთვის საუკეთესო ადგილად დასახელდა, მიუთითებს იმ მაღალ სტანდარტზე, რომელსაც კომპანია პანდემიის მიუხედავად საკუთარი თანამშრომლებისთვის ინარჩუნებს“ - ასე ეხმიანებიან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მისი წევრი კომპანიის ამ დიდებულ აღიარებას.

როგორც ცნობილია, სასტუმროების მულტინაციონალურმა ქსელმა „ჰილტონმა“ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანასა და 3 რეგიონში, ჩაატარა გამოკითხვა, რის შედეგადაც ნომინაციაში „დასაქმების საუკეთესო ადგილი“ საქართველოში გამარჯვებულად „ჰილტონ ბათუმი“ დაასახელა.

როგორც კვლევამ აჩვენა, „ჰილტონ ბათუმის“ თანამშრომლების აზრით, „ჰილტონი“ ქმნის მრავალფეროვან და ჯანსაღ გარემოს, რომელიც დაფუძნებულია ნდობაზე, სიამაყესა და მეგობრობაზე, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პანდემიამ და არსებულმა გამოწვევებმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, „დასაქმებულთა პერსპექტივის დანახვა და გაანალიზება არის საკვანძო საკითხი წარმატებული სამუშაო გარემოს შესაქმნელად. საუკეთესო დასაქმების ადგილად დასახელება არის „ჰილტონ ბათუმის“ გუნდის წევრებისთვის უდიდესი პატივი და სიამაყის საფუძველი. „დარწმუნებულები ვართ, რომ ნდობის ინდექსის კვლევის მონაცემები ქმნის დამატებით მოტივაციას გუნდის წევრებისთვის“.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გულითადად მოხარულია და ულოცავს წევრ კომპანია „ჰილტონ ბათუმს“ ამ დიდ წარმატებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისეთი კომპანიები, როგორიც არის „ჰილტონი“ მმართველობისა და გუნდური მუშაობის საუკეთესო მაგალითია, რასაც ცხადჰყოფს და ადასტურებს მსგავსი მსოფლიო ჯილდოები. კიდევ ერთხელ ვულოცავთ, როგორც „ჰილტონი ბათუმის“ მენეჯმენტს, ასევე თოთოეულ თანამშრომელს და დარწმუნებულები ვართ, რომ მაღალი მოტივაციის და გუნდურობის შეგრძნების მქონე ადამიანები, ერთად კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ.“

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
04

13/08/2022
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020