"ბადიშის" აჯიკა და ტყემალი სარეალიზაციო ქსელში ხვალიდან გაიყიდება
კომპანია „ბადიშის“ წარმოებული აჯიკა და საწებელი სარეალზაციო ქსელში ხვალიდან გაიყიდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ განუცხადა, საწყის ეტაპზე პროდუქცია თბილისში, „აგრომენის“ ქსელში გაიყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია სარეალიზაციო ქსელის არეალის გაფართოება და პროდუქციის ექსპორტზე გატანაც.
ჩხაიძის ინფორმაცით, 2019 წლიდან დღემდე „ბადიშის“ შეძენა ონლაინ იყო შესაძლებელი. კომპანია 3 სახეობის პროდუქტს (2 აჯიკა და 1 ალუჩის საწებელი) ოზურგეთში, ოჯახის პირობებში აწარმოებს, დაფასოებას კი რუსთავში ახდენს.
მისი განცხადებით, უახლოეს 2 კვირაში კომპანიას საკუთარი ვებ-გვერდიც ექნება, სადაც ასევე შესაძლებელი იქნება პროდუქციის შეძენა.
„ბადიშის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს ფინანსების მოძიების პროცესსს, რის შემდეგადაც ოზურგეთში საწარმოს მშენებლობას დაიწყებს.
კომპანია „ბადიში“, ბაზარზე 2019 წლიდააა და კერძებისთვის ქართულ გემოებს აწარმოებს. მათ შორისაა, აჯიკა, ტყემალი და საწებელი.
შეგახსენებთ, „ბადიში“ "პირველი არხის სატელევიზიო შოუ შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეა. კომპანიის დამფუძნებელს 70 000 ლარიანი დაფინანსება საწარმოს მშენებლობისთვის უნდოდა, თუმცა, კომპანიამ დაფინანსება ვერ მოიპოვა.