ბიზნესი
25/07/2022

"ბადიში" შემოდგომიდან აჯიკას და საწებელს პორციული შეფუთვითაც გამოუშვებს

კომპანია „ბადიში“  შემოდგომიდან (ნოემბერი) აჯიკას და საწებელს პორციული შეფუთვითაც გამოუშვებს.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ჩხაიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამისთვის კომპანიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან( GITA )  გრანტიც მიიღო.

მისი ინფორმაციით, დაგეგმილია ახალი დანადგარის შეძენა, რომელიც სამომავლოდ სხვადასხვა სახის პორციული შეფუთით პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. დაგეგმილია აჯიკის და საწებლების  30-50 გრამიანი შეფუთვით წარმოება.

მისი განცხადებით, ამჟამად კომპანია  აღნიშნულ პროდუქტებს მინის ქილებში უკვე აწარმოებს.

„როგორც გურიაში ეტყვიან, ეს იქნება „ერთი ამოწება“ პროდუქტი, მცირე ულუფა, რომელიც საწყის ეტაპზე ადგილობრივი ბაზარზე, შემდეგ კი ექსპორტზეც გაიყიდება. მოლაპარაკებები გვაქვს სწრაფი კვების ობიექტებთანაც. კომპანიის მიზანია გურული გასტრონომიის პოპულარიზაცია და გურული გემოების საზოგადოებისთვის შეთავაზება. მისი წარმოება ხდება ოჯახურ პირობებში, მთის მწვანილებით და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციისგან ,“აცხადებს ჩხაიძე.

მისივე განმარტებით,  „ბადიში“ პირველ  წელიწადს  100 000  პორციული პაკეტის წარმოებას გეგმავს.

ჩხაიძის ინფორმაცით, 2020 წლიდან დღემდე „ბადიშის“ შეძენა ონლაინ იყო შესაძლებელი. კომპანია რამდენიმე სახეობის პროდუქტს (მათ შორის, 2 აჯიკა და რამდნეიმე სახეობა  საწებელი)  ოზურგეთში, ოჯახის პირობებში აწარმოებს, დაფასოებას კი რუსთავში ახდენს.

 „ბადიშის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს ფინანსების მოძიების პროცესსს, რის შემდეგადაც ოზურგეთში საწარმოს მშენებლობას დაიწყებს.

კომპანია „ბადიში“, ბაზარზე 2020 წლიდააა და კერძებისთვის ქართულ გემოებს აწარმოებს. მათ შორისაა, აჯიკა, ტყემალი და საწებელი.

შეგახსენებთ, „ბადიში“  "პირველი არხის სატელევიზიო შოუ შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეცაა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023