spnews
ბიზნესი
04/02/2022

“ბადაგონის“ ₾14 მლნ-იანი ინვესტიცია კახეთში - Alaverdi Resort-ის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ალავერდში პრემიუმ კლასის სასტუმრო Alaverdi Resort აშენდება. პროექტს ღვინის მწარმოებელი კომპანია "ბადაგონი" ახორციელებს. სასტუმროს 32 ნომერი,  Alaverdi Resort-ს წელიწადში 8-10 000 ვიზიტიორის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

როგორც "ბიზნესპარტნიორს" "ბადაგონის" დამფუძნებელმა გოგი სალაყაიამ განუცხადა, Alaverdi Resort - ი პირველ სტუმარს 2023 წლის სექტემბერში მიიღებს. მისივე განცხადებით, მომსახურება გათვლილია, როგორც საერთაშორისო ვიზიტიორებზე, ასევე საქართველოს მოქალაქეებზე. სასტუმროში იქნება განთავსებული აუზი, ბარები და რესტორანი. 

სასტუმროს მშენებლობაში კომპანია“ ბადაგონი“  14 მილიონი ლარის ინვესტიციას გეგმავს. Alaverdi Resort- ი სასტუმროს პროექტის ავტორია არქიტექტორი ზვიად სურგულაძე.კითხვაზე, ხომ არ განიხლება სასტუმროს მართვაში საერთაშორისო ოპერატორის შესვლა, ამას სალაყაია გამორიცხავს და აცხადებს, რომ Alaverdi Resort- ის მართვას სრულად ადგილობრივი მენეჯმენტი განახორციელებს. 

სასტუმროს მშენებლობის დაწყების აღსანიშნად, სიმბოლური კაფსულა საქართველოს ვიცე პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და „ბადაგონის“ დამფუძნებელმა, გოგი სალაყაიამ  გუშინ ჩაუშვეს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

კაზინო "ივერიას" წმინდა საოპერაციო მოგება 86%-ით გაიზარდა
01

02/08/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
02

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
03

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ტურიზმი

რაჭაში, სასტუმრო "სანსეტ შოვმა" ორწლიანი პაუზის შემდეგ ოპერირება განაახლა
05

11/07/2023
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
06

18/08/2020