ბიზნესი
09/10/2020
აზოტოვან სასუქებზე მოთხოვნა გაიზარდა
საქართველოში წინა წლებთან შედარებით აზოტოვან სასუქებზე მოთხოვნა გაზრდილია.
როგორც "რუსთავის აზოტის" დირექტორის მოადგილემ, ლევან ბურდილაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, ამის მიზეზი შესაძლოა კორონავირუსის პანდემიაც იყოს.
„ჩვენ წელს საქართველოში უპრეცედენტო მოცულობის ამონიუმის ნიტრატი გავყიდეთ - 64 000 ტონაზე მეტი. ფერმერებისა და იმ ადამიანების აქტიურობა, ვინც დაკავებულები არიან სოფლის მეურნეობით, გაცილებით გაზრდილია. შეიძლება, ამაში კორონავირუსის პანდემიის დადებითი როლიც არის. მაგალითად, შარშან წლის განმავლობაში დაახლოებით 40 000 ტონა ამონიუმის ნიტრატი გავყიდეთ. წელს კი უკვე გვაქვს გაყიდული 64 000 ტონა. ეს სერიოზული მატებაა“,- აღნიშნა ბურდილაძემ.