ბიზნესი
26/02/2021

ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შესაძლოა, ეტაპობრივად ამოქმედდეს

სადაზღვევო სექტორი იმედოვნებს, რომ მესამე პირის სავალდებულო ავტოდაზღვევის შესახებ კანონი წელს მაინც შევა ძალაში.

როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, შესაძლოა კანონმდებლობის მიღების შემდეგ, ის ეტაპობრივად ამოქმედდეს.

„ორი წელია ეს კანონპროექტი პარლამენტშია და სხვადასხვა მიზეზით მისი მიღება ვერ მოხერხდა. საწინააღმდეგო არგუმენტებს დაემატა კოვიდი და ალბათ პანდემია ყველაზე ობიექტური მიზეზი იყო სხვა მიზეზებს შორის, რის გამოც კანონის მიღება გადავადდა. თუმცა იმედია, მესამე პირის სავალდებულო ავტოდაზღვევის კანონმდებლობის მიღებას პარლამენტი წელს მაინც შეძლებს.

სამწუხაროა, რომ მთავრობა და კანონმდებლები თვლიან, რომ მესამე პირის სავალდებულო ავტოდაზღვევის შესახებ კანონის მიღება არაპოპულარული ნაბიჯია. ვფიქრობ, ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ამ დრომდე ის არ ამოქმედდა. პოლიტიკური თემები წელსაც დომინირებს და იმედი გვაქვს, ჩვენი არგუმენტაციითა და ევროკავშირის ძალისხმევით მესამე პირის სავალდებულო ავტოდაზღვევის შესახებ კანონი წელს შევა ძალაში,“- განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022