ბიზნესი
21/01/2021

ავტოიმპორტიორები განბაჟების გადავადებას კიდევ ერთხელ ითხოვენ

ავტოიმპორტიორები განბაჟების ვადის გადავადებას ითხოვენ. როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენელმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ინდუსტრია შესაბამისი განაცხადით ფინანსთა საინიტროს უახლოეს მომავალში მიმართავს.

„სამინისტროს ვთხოვთ, რომ გაგვაცნონ თავიანთი გრძელვადიანი ხედვა. ჩვენი მოთხოვნა ჯერ კიდევ ზაფხულში იყო, რომ პირველ მაისამდე და პირველი მაისის შემდეგ შემოყვანილი ავტომობილების განბაჟება მარტამდე გადაწეულიყო. თუ არ გაიხსნა ავტობაზრობა, ამასთან, საზღვარზეც ავტოდილერების შემოსვლასთან დაავშირებით მოთხოვნა არ იქნა, სექტორი პირველი მარტის შემდეგაც ისევ ფინანსური პრობლემის წინაშე რჩება. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ განბაჟების ვადა იმ დრომდე გადავადდეს, სანამ სექტორი გაჯანსაღებას არ დაიწყებს. განბაჟების ვადა მანამდე უნდა გახანგრძლივდეს, ვიდრე მუშაობა არ დაიწყება და ბაზარი არ გააქტიურდება,“ - განმარტავს ალექსი ნონიაძე.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილების განბაჟების ვადა 2021 წლის მარტამდეა გადავადებული. განბაჟების ვადის მეორედ გადავადების შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გასული წლის აგვისტოში მიიღო.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022