ბიზნესი
24/02/2022
"ავტობასი" უკრაინელებს სასურველ სასტუმრომდე ტრანსპორტირებას უსასყიდლოდ სთავაზობს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად საქართველოში აქტიური გამოხმაურებები გრძელდება. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ტურისტული ჯგუფი Spend 4 seasons in Georgia-ს წევრები უკრაინელ მოქალაქეებს თანადგომას უცხადებენ და მათ დახმარებას სთავაზობენ.
ჯგუფშიის წევრების ნაწილი უკრაინელებს სთავაზობს საკუთარ სახლს, ოთახს, საძინებლებს, საოფისე სივრცეს, ტრანსპორტსა და საკვებსაც კი მთელი საქართველოს მასშტაბით.
"მეგობრებო გამარჯობა,გიზიარებთ ინფორმაციას , რომელიც შესაძლოა დაგჭირდეთ.კომპანია AutoBus / ავტობასი მზად არის უკრაინაში მიმდინარე სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ სამშობლოში, უსასყიდლოდ გაუწიოს ტრანსპორტირება, მათთვის სასურველ სასტუმრომდე ან აეროპორტამდე,"-აღნიშნულია "ავტობასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.