ბიზნესი
31/01/2023

ავეჯის სექტორის ნაწილი ქონების გადასახადის გაუქმებას ითხოვს

ავეჯის ინდუსტრია 2022 წელს აჯამებს. გასულ წელს, ავეჯის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს გაყიდების მაჩვენებლი, დაახლოებით, 20%-ით გაეზარდათ. მზარდია ქვეყანაში ავეჯის მწარმოებელი კომპანიების რიცხვი და წარმოებული პროდუქციის მოცულობაც. მაგალითისთვის, „გალტ ენდ თაგარტის“ მონაცემებით, 2017-2021 წლებში, ავეჯის სექტორში ადგილობრივი წარმოების წილი 22%-დან 27%-მდე გაიზარდა. თუმცა, დარგში ამ დრომდე  რიგ პრობლემებს ებრძვიან.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“  "ქართული ავეჯის კლასტერის" გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ ვერძეულმა განუცხადა,ინდუსტრიას არაერთი პრობლემა აწუხებს, მათ შორისაა ემიგრაციაში წასული კადრები, ადგილობრივი წარმოების მასალების, ასევე თანამედროვე დანადგარების დეფიციტი და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სირთულე.

„ჩვენი სექტორი მგრძნობიარე აღმოჩნდა როგორც პანდემიის, ისე გეოპოლიტიკური მოვლენების მიმართაც. გაძვირებული მასალების და ლოგისტიკური ხარჯების გამო, 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე, ავეჯზე ფასები 20-დან 25 პროცენტამდე გაიზარდა. თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ ავეჯზე მოთხოვნა მაინც მზარდია“, - აცხადებს ბესიკ ვერძეული.

მსგავსი მოსაზრება აქვს ავეჯის სახლი „კონსტანტინის“ დამფუძნებელ ნიკა წიფურიასაც. ის ამბობს, რომ მიუხედავად ბოლო წლებში არსებული გამოწვევებისა, ხალხი ავეჯს მაინც ყიდულობს.

„ქვეყანაში აქტიურად მიდის მშენებლობები, შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, სასტუმროები, რესტორნები, სადაც საჭიროა ავეჯი და ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ჩვენი სექტორი გაყიდვებში ზრდას ინარჩუნებს“,- განმარტავს ნიკა წიფურია.

სექტორის წარმომადგნელები, დარგის პოტენციალზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ თუ სახელმწიფოს მხრიდან იქნება სათანადო ხელშეწყობა, როგორც მაგალითად ღვინის სექტორის, ტურიზმის სექტორის მიმართ იყო - განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას ავეჯის სექტორიც შეძლებს.

„ძალიან კარგი ხელშეწყობა ჰქონდა თავის დროზე ღვინის სექტორს, რამაც ეს დარგი განავითარა. არანაკლები პოტენცილი აქვს ავეჯს. მით უფრო, რომ საქართველოს დიდი ტრადიცია აქვს დურგლის პროფესიის. ამიტომ,  ეს სექტორი მეტ დახმარებას და ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს“, - აცხადებს  ქართული ავეჯის კლასტერის გამგეობის თავმჯდომარე ბესიკ ვერძეული.

მისივე თქმით, ავეჯის მწარმოებლები სახელმწიფოს მხრიდან გაბედული ნაბიჯების გადადგამს ითხოვენ, მათ შორის: ქონების გადასახადის გაუქმებას, ავეჯის გამოფენების ორგანიზებას, პროფესიული სასწავლებლების გახსნასა და  დარგის ცნობადობის გაზრდისთვის უფრო მეტ აქტივობას. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022