ბიზნესი
28/03/2022

აუქციონზე გამოტანილი წყნეთის აგარაკების პირველი ობიექტი გაიყიდა

აუქციონზე გამოტანილი წყნეთის აგარაკების პირველი ობიექტი გაიყიდა. 820 კვ. მ ფართზე არსებული ობიექტი 977 000 ლარად გაიყიდა, საწყისი ფასი 975 000 ლარი იყო.

ამჯერად აუქციონზე გამოტანილი 5 ლოტზე მაღალი კონკურენციააა. დანარჩენ 4 ობიექტზე ვაჭრობა ჯერ კიდევ გრძელდება. სულ 5-ივე ობიექტის გასაყიდი ფასი 4,744 მლნ ლარი იყო.

აღსანიშნავია, რომ ინვესტორების დაინტერესების მიზნით მთავრობა წყნეთის აგარაკების განვითარების კონცეფციის შემუშავებას გეგმავდა, მაგრამ აუქციონზე ობიექტები მაინც გამოვიდა, საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე.

ეკონომიკის სამინისტრომ წყნეთის სამთავრობო აგარაკები აუქციონზე 2019 წელს გამოიტანა. აუქციონზე 13 ნაკვეთის საერთო გასაყიდი ფასი 55,7 მლნ-ს აღემატებოდა. ინვესტორს ვალდებულებად ტურისტული კომპლექსის მოწყობა და 20 მლნ ლარის ინვესტირება ევალდებოდა.