ბიზნესი
02/11/2021

Atsrili.ge - პლატფორმა, რომელიც ბიზნესსა და მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის აერთიანებს

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებისა და ვაქცინაციის ნელი ტემპების ფონზე, Echolize-მა მასშტაბური სოციალური კამპანია დაიწყო-„ბიზნესი პანდემიის წინააღმდეგ“, რომელიც ცნობილ ბრენდებს, კომპანიებს, მცირე და საშუალო  ბიზნესსა და მოქალაქეებს  პანდემიის წინააღდმეგ ერთ პლატფორმაზე, atsrili.ge-ზე აერთიანებს. კამპანიის მიზანი ვაქცინაციის წაახალისება და ხელშელშეწყობაა - რაც შეიძლება მეტ ადამიანში გაჩდეს მოტივაცია და სურვილი, აიცრან.

Atrili.ge ჯერ კიდევ ზაფხულში, პანდემიის პიკის დროს შეიქმნა და სულ რამენიმე დღეში 200-მდე პასუხისმგებლიან ბიზნესს მოუყარა თავი, რომლებიც აცრილ მოქალაქეებს სხვადასხვა შეთავაზებასა და ბენეფიტს სთავაზობენ.

კამპანიის ორგანიზატორის, გოგა ბერიძის ინფორმაციით, კამპანიის პირველი ეტაპზი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. შემდეგ თითქოს ქვეყანაში პანდემიის საკითხმა მეორე პლანზე გადაინაცვლა.

"ინფიცირების მაჩვენებლებიც ცოტა გაუმჯობესდა, მაგრამ დღეს ვხეადავთ,რომ მდგომარეობა გაუარესდა როგორც ინფიცირების , ისე ვაქცინაციის მხრივ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ზაფხულში დაწყებული კამპანია უფრო მასშტაბური გაგვეხადა. ამჯერად წახალისებას არა მხოლოდ მოქალაქეებს, იმ ბიზნესებსაც ვუკეთებთ, რომლებიც სოციალური  პასუხისმგებლობას იჩენენ, atsrili.ge-ზე რეგისტრირდებიან და ვაქცინაციის წახალისებისთვის თავად სთავაზობენს ბენეფიტეებს მომხარებლებს,"-აცხადებს ბერიძე. 

პლატფორმა https://www.atsrili.ge/ 200-ზე  მეტ ბიზნესს აერთიანებს, რომელთაგანაც 95% მცირე და საშუალო ბიზნესია, ის სეგმენტი, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მოწყვლადი აღმოჩნდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს სეგმენტი ყველაზე მეტად დაზარალდა,  მათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, როცა ამ კამპანიაშიშემოგვიერთდნენ. ამიტომ ვფიქრობთ, ისინი იმსახურებენ შესაბამის ჯილდოს. ამასთან გვინდა კიდევ უფრო მეტ ბიზნესს გავუჩინოთ მოტივაცია, ჩაერთონ ამ კამპანიაში.

ამაში კი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები გვეხმარებიან. მათ გვერდით, ჩვენთან ერთად, ისეთი კომპანიები, ბრენდები და ინფლუენსერები დადგნენ, რომლებსაც შეუძლიათ ხელშესახები დახმარება აღმოუჩინონ, ხელი შეუწყონ მათი საქმიანობის განვითარებას. უფასო სასწავლო კურსები, ვებინარები, ტრენინგები, ფასდაკლებები დაზღვევაზე, სარეკლამო მომსახურებაზე და ა.შ. პლატფორმაზე რეგისტრირებული ბიზნესისთვის უკვე ხელმისაწვდომია.“- განაცხადა გოგა ბერიძემ.

Atsrili.ge-ზე შეთავაზების დამატება ნებისმიერ ბიზნესს აქ შეუძლია, რის შემდეგაც ის უკვე ავტომატურად ისარგებლებს ყველა იმ შეთავაზებებით, რომლებიც კამპანიის პარტნიორები   სთავაზობენ.

 

 

 

 

 

Businesspartner